აშშ-ს ფუჭი იმედები აქვს: ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Kiril Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთ კორეის დროშა
ჩრდილოეთ კორეის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
მანამდე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმაც.

თბილისი, 22 ივნისი − Sputnik. აშშ-ის იმედები ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის აღდგენაზე ფუჭია და კიდევ მეტ იმედგაცრუებას მოიტანს, განაცხადა ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ, კორეის შრომის პარტიის ცკ-ის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ კიმ იო ჩჟონმა.

იბრაჰიმ რაისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
შეხვდება თუ არა ირანის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენს: რაისიმ შეკითხვას უპასუხა

მისი კომენტარი ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ გამოაქვეყნა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში [ჯეიკ სალივანმა] ჩვენ მიერ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე გამოთქმული პოზიცია აშშ-ის მიმართ „საინტერესო სიგნალად“ შეაფასა. კორეული ანდაზა ღაღადებს, რომ ყველაფერი ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. აშშ, როგორც ჩანს, [ჩვენს პოზიციას] ისე განმარტავს, რომ თავი დაიმშვიდოს. დამოუკიდებლად მიღებული ფუჭი მოლოდინები მათ კიდევ მეტ იმედგაცრუებას უქადის“, − განაცხადა კიმ იო ჩჟონმა.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, ქვეყნის ლიდერის დამ ცკ-ის პლენუმზე განაცხადა, რომ ფხენიანი მზად უნდა იყოს აშშ-თან როგორც დიალოგის, ისე კონფრონტაციისთვის. სამხრეთ კორეამ ამ მომენტს „გარდამტეხი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგი სწრაფად აღდგება. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სონ კიმმა, სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ნო გიუ დოკთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უახლოეს დღეებში ელოდება ფხენიანისგან დადებით პასუხს დიალოგის აღდგენის შეთავაზებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0