03:00 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (594)
49120

29 წლის თუთიყუში უშვერი სიტყვებით აგინებს მეზობლის ქალს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფრინველს უცენზურო სიტყვები პატრონმა სპეციალურად ასწავლა.

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ინგლისის ქალაქ ჰართლპულის მცხოვრებმა ქალმა პოლიციაში უჩივლა მეზობლის თუთიყუშს, რომელიც, მისი თქმით, შეურაცხყოფას აყენებს მას, იუწყება გამოცემა The Sun.

​58 წლის ჯილ გრიგი 60 წლის მეზობელს სტივენ დევიდსონს ადანაშაულებს იმაში, რომ მან თავის თუთიყუშს, სახელად პაბლოს, დედის გინება ასწავლა და ისიც გამუდმებით აყენებს ქალს შეურაცხყოფას.

პაბლოს გინებით თავგაბეზრებულმა ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

დევიდსონმა აღიარა, რომ მის 29 წლის თუთიყუშს მართლაც აქვს უცენზურო ლექსიკა, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ 29 წლის თუთიყუშს ეს სიტყვები მეზობლის საგინებლად ასწავლა.

„პაბლო ბევრს იგინება. „ბინძურ პირს“ ვეძახი. მაგრამ ის მხოლოდ იმეორებს იმას, რაც ტელევიზორიდან ან ქუჩიდან ესმის. მე ეს სპეციალურად არ მისწავლებია მისთვის“, − ამბობს მამაკაცი.

როგორც დევიდსონი ამბობს, ჯილ გრიგთან მას უსიამოვნება აქვს. ქალი მას იმის გამო ეჩხუბა, რომ სტივენმა სახლის გაფართოება მოისურვა.

„არ მოსწონს, რომ სახლის გაფართოების წინააღმდეგი ვართ. მაგრამ ჩვენ პრობლემები მასთან გვაქვს და არა თუთიყუშთან. სამწუხაროა, რომ პაბლო ამ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული“, − ამბობს ჯილი.

პოლიციაში გამოცემას დაუდასტურეს, რომ მათ ნამდვილად აქვთ მიღებული რამდენიმე მიმართვა თუთიყუშის მხრიდან დევნის თაობაზე. ახლა სამართალდამცველები ცდილობენ მეზობლები ერთმანეთში დააზავონ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (594)

მთავარი თემები