06:08 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
17520

მაისში ყველა შეძრა საბერძნეთში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როდესაც 20 წლის ბერძენი ქალი ჩვილის თანდასწრებით გაგუდეს. მაშინ ბრალი საქართველოს მოქალაქეს წარუდგინეს, თუმცა კაცი გამართლდა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სა­ბერ­ძნეთ­ში 20 წლის კეროლაინ კრაუჩის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის­თვის, რო­მელ­საც 36 წლის ქარ­თველს აბ­რა­ლებ­დნენ, მისი მე­უღ­ლე, ბაბის ანაგნოსტოპულოსი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბერ­ძნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

საინფორმაციო საშუალებების ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა ძარ­ცვის ინ­სცე­ნი­რე­ბა დად­გა, რათა სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი და­ე­ფა­რა.

32 წლის ბერძენი მფრინავი, ვიდრე ცოლის მკვლელობას აღიარებდა, მეუღლის მშობლებთან ერთად მისი ხსოვნის ცერემონიაზე, ე.წ. ორმოცზე იმყოფებოდა. ის ალონისოსში ორმოცზე სამძიმარს იღებდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა და საგამოძიებო ოფისში წაიყვანა იმ საბაბით, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილ ახალ მასალებთან დაკავშირებით დაეკითხათ.

​20 წლის კეროლაინის ქმარი 6 საათის განმავლობაში ცდილობდა პოლიცია თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მის მიერ მიცემულ ჩვენებებში ხარვეზები და შეუსაბამობები აღმოაჩინა. საბოლოოდ მამაკაცმა დანაშაული აღიარა, ის დააკავეს და პროკურორთან გაგზავნეს.

თავისი ქმედების ახსნისას მამაკაცმა განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ხშირად კამათობდნენ და კეროლაინი დაშორებას და ბავშვის წაყვანასაც აპირებდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი დანაშაულებრივი ქმედების მთავარი მოტივი.

​„მე ის მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობის სცენა დავდგი“, – განუცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციის გამომძიებლებს.

სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში მა­ის­ში მოხ­და. მა­შინ ით­ქვა, რომ ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი და­ა­ყა­ჩა­ღეს და 20 წლის გოგო მე­უღ­ლი­სა და ჩვი­ლის თან­დას­წრე­ბით გა­გუ­დეს.

თავდაპირველად საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ამბობდა, რომ მის ოჯახს გამთენიისას სამი მამაკაცი დაესხა თავს, რომლებიც ბერძნულად აქცენტით ლაპარაკობდნენ. ის ხელბორკილებით სავარძელზე მიაბეს და სახლის ძარცვა დაიწყეს, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ მის ცოლსაც.

მა­ლე­ვე ბერ­ძნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 36 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ყალ­ბი პას­პორ­ტით ცდი­ლობ­და. ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც ამ ეტაპ­ზე არ ახ­მა­უ­რე­ბენ, 7 მარტს სა­ბერ­ძნეთ­ში მომ­ხდარ ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მა­ლე­ვე ამ გახმაურებულ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობის შესახებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ათენ­ში გაც­ნო­ბებთ, რომ ატი­კის პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ამ დრო­ის­ათვის სა­ქარ­თვე­ლოს არ­ც ერ­თი მო­ქა­ლა­ქე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის“, – ნათ­ქვა­მი იყო საელჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთავარი თემები