თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საბერძნეთში 20 წლის კეროლაინ კრაუჩის სასტიკი მკვლელობისთვის, რომელსაც 36 წლის ქართველს აბრალებდნენ, მისი მეუღლე, ბაბის ანაგნოსტოპულოსი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
i knew it https://t.co/LjgfBffBID
— shirley (@shirley72349387) June 18, 2021
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოკლულის მეუღლემ დანაშაული აღიარა და ის უკვე დაკავებულია. ბერძენი სამართალდამცველების თქმით, ბრალდებულმა ძარცვის ინსცენირება დადგა, რათა საკუთარი დანაშაულის კვალი დაეფარა.
32 წლის ბერძენი მფრინავი, ვიდრე ცოლის მკვლელობას აღიარებდა, მეუღლის მშობლებთან ერთად მისი ხსოვნის ცერემონიაზე, ე.წ. ორმოცზე იმყოფებოდა. ის ალონისოსში ორმოცზე სამძიმარს იღებდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა და საგამოძიებო ოფისში წაიყვანა იმ საბაბით, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილ ახალ მასალებთან დაკავშირებით დაეკითხათ.
Greek husband confesses to murder of British woman - Babis Anagnostopoulos had claimed robbers killed Caroline Crouch, 20, who was found dead next to her baby https://t.co/rtxwCOKeRZ pic.twitter.com/4PsV7i0mNc
— George Roussos (@baphometx) June 17, 2021
20 წლის კეროლაინის ქმარი 6 საათის განმავლობაში ცდილობდა პოლიცია თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მის მიერ მიცემულ ჩვენებებში ხარვეზები და შეუსაბამობები აღმოაჩინა. საბოლოოდ მამაკაცმა დანაშაული აღიარა, ის დააკავეს და პროკურორთან გაგზავნეს.
თავისი ქმედების ახსნისას მამაკაცმა განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ხშირად კამათობდნენ და კეროლაინი დაშორებას და ბავშვის წაყვანასაც აპირებდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი დანაშაულებრივი ქმედების მთავარი მოტივი.
Greek husband confesses to murder of British woman https://t.co/ihcoNeJoek
— NewsAsia (@newsasia360) June 18, 2021
„მე ის მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობის სცენა დავდგი“, – განუცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციის გამომძიებლებს.
სასტიკი დანაშაული საბერძნეთში მაისში მოხდა. მაშინ ითქვა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და 20 წლის გოგო მეუღლისა და ჩვილის თანდასწრებით გაგუდეს.
თავდაპირველად საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ამბობდა, რომ მის ოჯახს გამთენიისას სამი მამაკაცი დაესხა თავს, რომლებიც ბერძნულად აქცენტით ლაპარაკობდნენ. ის ხელბორკილებით სავარძელზე მიაბეს და სახლის ძარცვა დაიწყეს, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ მის ცოლსაც.
მალევე ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის ქართველი მამაკაცი იყო, რომელიც ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა. ბერძნული გამოცემის ცნობით, ქართველი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ახმაურებენ, 7 მარტს საბერძნეთში მომხდარ ძარცვაში მონაწილეობდა.
მალევე ამ გახმაურებულ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უარყო საბერძნეთში საქართველოს საელჩომ.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო ათენში გაცნობებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით ამ დროისათვის საქართველოს არც ერთი მოქალაქე დაკავებული არ არის“, – ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში.