04:13 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (71)
64 0 0

1 ივლისს პრინცი ჰარი, რომელიც ოჯახთან ერთად ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთს ეწვევა.

კენსინგტონის სასახლის ეზოში 1 ივლისს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ადგილზე პრინცესა დიანას სამახსოვრო ძეგლი დაიდგმება, რის გამოც სასექსის ჰერცოგი – პრინცი ჰარი ბრიტანეთს ესტუმრება.

როგორც გამოცემა The Sun წერს, აღნიშნულმა დეტალმა, რომელიც დედის ხსოვნის პატივისცემას ეხება, ძმები, დაძაბულობის მიუხედავად, ერთანეთთან დააახლოვა.

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის წყვილმა უარი თქვა წვეულებაზე დასწრებაზე ბრიტანეთში, რომელიც 12 ივნისს გაიმართა უინძორის სასახლეში. ელისაბედ მეორემ შვილიშვილი და რძალი ჯერ კიდევ იანვარში მიიწვია, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებოდა. ყველა ელოდა, რომ ჰარი მაინც ჩავიდოდა დიდ ბრიტანეთში და დარჩებოდა 1 ივლისამდე – პრინც უილიამთან ერთად პრინცესა დიანას ძეგლის გასახსნელად. ამ შეხვედრას ძმების შერიგების მთავარ შანსს უწოდებდნენ.

წელს წვეულებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია COVID-19 პანდემიის გამო. ბუკინგემის სასახლის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ დედოფალს თან ახლდება მისი უმცროსი ვაჟი, პრინცი ედუარდი, მაგრამ არაფერია ნათქვამი სამეფო ოჯახის სხვა წევრების ყოფნაზე.

4 ივნისს პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონას სახელად დედოფალ ელისაბედ მეორისა და ჰარის დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად ლილიბეტ დიანა დაარქვეს. მშობიარობას პრინცი ჰარიც დაესწრო. წყვილს უკვე ჰყავს 2019 წელს დაბადებული ვაჟი – არჩი.

ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე, როგორც მისი ძმა არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.

ჰარიმ და მეგანმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.

ჰარიმ და მეგანმა ჰერცოგინიას მეორე ორსულობის შესახებ ვალენტინობის დღეს განაცხადეს, ისევე, როგორც პრინცესა დაიანამ განაცხადა ამ დღეს ჰარიზე ფეხმძიმობის შესახებ.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (71)

მთავარი თემები