პრინცები – ჰარი და უილიამი დედის პატივსაცემად ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ

© AFP 2024 / STRპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
1 ივლისს პრინცი ჰარი, რომელიც ოჯახთან ერთად ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთს ეწვევა.

კენსინგტონის სასახლის ეზოში 1 ივლისს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ადგილზე პრინცესა დიანას სამახსოვრო ძეგლი დაიდგმება, რის გამოც სასექსის ჰერცოგი – პრინცი ჰარი ბრიტანეთს ესტუმრება.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
„მსოფლიოს აალაპარაკებს“ – ცნობილი ასტროლოგი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილზე

როგორც გამოცემა The Sun წერს, აღნიშნულმა დეტალმა, რომელიც დედის ხსოვნის პატივისცემას ეხება, ძმები, დაძაბულობის მიუხედავად, ერთანეთთან დააახლოვა.

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის წყვილმა უარი თქვა წვეულებაზე დასწრებაზე ბრიტანეთში, რომელიც 12 ივნისს გაიმართა უინძორის სასახლეში. ელისაბედ მეორემ შვილიშვილი და რძალი ჯერ კიდევ იანვარში მიიწვია, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებოდა. ყველა ელოდა, რომ ჰარი მაინც ჩავიდოდა დიდ ბრიტანეთში და დარჩებოდა 1 ივლისამდე – პრინც უილიამთან ერთად პრინცესა დიანას ძეგლის გასახსნელად. ამ შეხვედრას ძმების შერიგების მთავარ შანსს უწოდებდნენ.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
პრინცი ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონები - ოცამდე რომანი ცნობილ ქალებთან

წელს წვეულებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია COVID-19 პანდემიის გამო. ბუკინგემის სასახლის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ დედოფალს თან ახლდება მისი უმცროსი ვაჟი, პრინცი ედუარდი, მაგრამ არაფერია ნათქვამი სამეფო ოჯახის სხვა წევრების ყოფნაზე.

4 ივნისს პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონას სახელად დედოფალ ელისაბედ მეორისა და ჰარის დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად ლილიბეტ დიანა დაარქვეს. მშობიარობას პრინცი ჰარიც დაესწრო. წყვილს უკვე ჰყავს 2019 წელს დაბადებული ვაჟი – არჩი.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სახლთან ადამიანის ნეშტი იპოვეს

ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე, როგორც მისი ძმა არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.

ჰარიმ და მეგანმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.

ჰარიმ და მეგანმა ჰერცოგინიას მეორე ორსულობის შესახებ ვალენტინობის დღეს განაცხადეს, ისევე, როგორც პრინცესა დაიანამ განაცხადა ამ დღეს ჰარიზე ფეხმძიმობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0