გიგანტური თანხა უარყოფილია: Pink Floyd-ის დამაარსებელმა ცუკერბერგი ეშმაკებთან გაგზავნა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმარკ ცუკერბერგი
მარკ ცუკერბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
ცუკერბერგმა „გიგანტური“ თანხა შესთავაზა უოტერსს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის სანაცვლოდ, მაგრამ პასუხად უხეში ეპითეტები მიიღო.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბრიტანული როკ-ჯგუფი Pink Floyd-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა უხეში ფორმით უთხრა უარი მარკ ცუკერბერგს წინადადებაზე – „უზარმაზარ“ თანხად მიეყიდა მისთვის სიმღერა Another Brick in the Wall-ის მეორე ნაწილი.

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ის დამაარსებელს კომპოზიცია კომპანიის შესახებ ფილმში გამოსაყენებლად სჭირდებოდა.

უოტერსმა ცუკერბერგის წერილი საჯაროდ წაიკითხა ფორუმზე, რომელიც Wikileaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად იყო მოწყობილი.

„ეს არის თხოვნა ჩემი სიმღერის Another Brick in the Wall-2-ის გამოყენებაზე Instagram-ის პოპულარიზაციის მიზნით. მოკლედ, ეს არის მარკ ცუკერბერგის ოფიციალური წერილი ჩემდამი... უზარმაზარი, გიგანტური თანხის შემოთავაზებით. და ჩემი პასუხია: ეშმაკებშიც წასულხარ, არავითარ შემთხვევაში!“ — განაცხადა ლეგენდარულმა მუსიკოსმა.

უოტერსმა ხაზი გაუსვა, რომ ცუკერბერგის შეთავაზებულ „სისულელეში“ მონაწილეობას არ მიიღებს.

„მათ სურთ გამოიყენონ სიმღერა იმისთვის, რომ Facebook-ი და Instagram-ი კიდევ უფრო დიდი და მძლავრი გახადონ, რათა ცენზურა დაგვიწესონ ყველას, ვინც ამ ოთახში ვართ და არ დაუშვან, რომ ჯულიან ასანჟის ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს“, — აღნიშნა მან.

ამასთან Facebook-ის დამფუძნებელს მან „მსოფლიოში ძალაუფლების მქონე ერთ-ერთ ყველაზე დიდი სულელი“ და „წვრილმანი არამზადა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად როჯერ უოტერსი სოციალური ქსელებით სარგებლობს. მის Instagram-გვერდს დაახლოებით მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0