05:43 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
12810

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დროისთვის COVID-19-ის ძირითად სიმპტომების ჩამონათვალში ასახელებს ცხელებას, მშრალ ხველას და დაღლილობას.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა თავის ტკივილი, სურდო და ყელის ტკივილი კორონავირუსის ახალ ძირითად სიმპტომებს მიაკუთვნეს, იუწყება გამოცემა Mirror.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური COVID-19-ის ძირითად სიმპტომებს შორის ჯერ კიდევ ასახელებს ცხელებას, მშრალ ხანგრძლივ ხველას, ყნოსვისა და გემოს დაკარგვას. მაგრამ ვირუსის მუტაციებმა გამოიწვიეს ის, რომ ინფექციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები გახდა თავის ტკივილი, სურდო და ყელის ტკივილი, განმარტავენ მეცნიერები.

გენეტიკური ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ტიმ სპექტორმა აღნიშნა, რომ SARS-CoV-2-ის „ინდური ვარიანტი“ მეტად ჰგავს რიგით გაციებას. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვვაში აუცილებლად უნდა გაიარონ ტესტირება, რათა თავიდან აიცილონ COVID-19-ის გავრცელება.

„ადამიანი ამას ვერ აღიქვამს. ის ფიქრობს, რომ მას რაღაც სეზონური გაციება აქვს, ის დადის წვეულებებზე და სხვებს აინფიცირებს. ჩვენ ინფექციის ძირითად ნიშნებს ვსწავლობთ. და ახლა ისინი აღარ არის ისეთი, როგორც ადრე იყო“, - დაასკვნა პროფესორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დროისთვის COVID-19-ის ძირითადი სიმპტომების ჩამონათვალში ასახელებს ცხელებას, მშრალ ხველას და დაღლილობას.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 174,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ის უკვე 175,2 მილიონს უახლოვდება. 3,7 მილიონზე მეტი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში და თურქეთში. რუსეთი ამ ჩამონათვალში მეექვსე პოზიციას იკავებს და უსწრებს დიდ ბრიტანეთს, იტალიას, არგენტინას და ესპანეთს.

მთავარი თემები