რეზოლუცია მიღებულია: ევროდეპუტატები ვაქცინებზე პატენტების დროებით შეჩერებას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას – დროებით შეჩერდეს COVID-19-ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. ევროპის პარლამენტი მოუწოდებს ქვეყნებს, დროებით გაუქმდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლება კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, ნათქვამია ევროპარლამენტის საიტზე.

ჩინური ვაქცინა - Sinovac - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
აშშ მხარს უჭერს: კოვიდ-ვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

რეზოლუციას მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 263, ხოლო 71-მა თავი შეიკავა.

აღინიშნება, რომ ვაქცინებზე პატენტების გაუქმება პრეპარატებზე ხელმისაწვდომ ფასად წვდომას გააუმჯობესებს და ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება.

„ევროპარლამენტის შეთავაზებაა – დაიწყოს მოლაპარაკებები პატენტების შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის TRIPS შეთანხმების* დროებით შეჩერებაზე, რათა COVID-19-თან დაკავშირებულ იაფ სამედიცინო პროდუქციაზე გლობალური წვდომა გაუმჯობესდეს“, − ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიების ნებაყოფლობითი გადაცემა გრძელვადიან საფუძველზე აუცილებლად გააუმჯობესებს ვაქცინების მსოფლიო წარმოებას.

აღინიშნება, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ის ასაცრელად 11 მილიარდი დოზა კოვიდ-ვაქცინაა საჭირო, თუმცა ამ დროისათვის ამ რაოდენობის მხოლოდ ნაწილია ნაწარმოები.

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მიმართა ევროკავშირს, „სწრაფად მოხსნას საექსპორტო ბარიერები“, ხოლო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გააუქმონ ვაქცინებისა და ნედლეულის ექსპორტზე აკრძალვა“.

TRIPS* – ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე სავაჭრო ასპექტების შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის შესახებ დოკუმენტთა პაკეტში შედის. შეთანხმება აწესებს ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი ობიექტების აღიარებისა და დაცვის მინიმალურ სტანდარტებს.

ყველა ახალი ამბავი
0