18:02 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
60 0 0

მსოფლიოში ზემდიდარი ადამიანების პორტრეტი იცვლება, იზრდება 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანების სეგმენტი.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. ჩინეთმა შესაძლოა 2029 წლისთვის აშშ-ს გადაუსწროს ზემდიდარი ადამიანების რაოდენობით, რომელთა პირადი ქონებაც 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, ნათქვამია The Boston Consulting Group-ის (BCG) კვლევაში.

„თუ ჩინეთში ინვესტირებული კეთილდღეობის ზრდის წლიური ტემპები მიმდინარე დონეზე − 13%-ზე შენარჩუნდება, ზემდიდარი ადამიანების აქტივები ქვეყანაში 10,4 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება 2029 წლისთვის“, − წერენ BCG-ს ექსპერტები.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, მსოფლიოში ზემდიდარი ადამიანების ინვესტირებული აქტივების რაოდენობა გასულ წელს 22 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მსოფლიო კეთილდღეობის 15 პროცენტია.

ექსპერტები ამასთანავე აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები იმ პერიოდისთვის ბევრით არ ჩამორჩება ჩინეთს და აშშ-ში უმდიდრესი ადამიანების აქტივები 9,9 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, BCG-ს კვლევაში ნათქვამია, რომ იცვლება ზემდიდარი ადამიანების პორტრეტიც: იზრდება ახალგაზრდა თაობის, 20-დან 50 წლამდე ადამიანების სეგმენტი. ექსპერტების თქმით, ეს იმითაა განპირობებული, რომ ახალგაზრდები უფრო მზად არიან რისკების გასაწევად და მათ ინვესტირების უფრო ფართო ჰორიზონტები აქვთ.

გარდა ამისა, თანამედროვე ზემდიდარი ადამიანები საკუთარ კაპიტალს ხშირად იყენებენ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეებისთვის. აღინიშნება, რომ კერძო კაპიტალის ბევრი მმართველი ჯერჯერობით მზად არ არის – მომსახურება გაუწიოს ამ ახალ ზემდიდარ ადამიანებს.

კვლევიდან ირკვევა ისიც, რომ ზემდიდარი ადამიანების სეგმენტში ქალების წილი 12%-ია, რომელთა უდიდესი ნაწილი აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთში ცხოვრობს.

ამ დროისათვის მილიარდერების რაოდენობით აშშ ლიდერობს. ქვეყანაში ასეთი 724 ადამიანია.

მეორე ადგილზეა ჩინეთი − 698 კაცით. მარტო ბოლო წლის განმავლობაში ჩინეთს 210 ახალი მილიარდერი შეემატა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მესამე პოზიციას ინდოეთი იკავებს 140 მილიარდერით, მეოთხეს − გერმანია (136), ხოლო მეხუთეს − რუსეთი (117).

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები