ევროპარლამენტმა COVID-სერტიფიკატის შემოღება დაამტკიცა: გაირკვა ამოქმედების თარიღი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის ქვეყნების დროშები ევროპარლამენტის შენობაზე
ევროკავშირის ქვეყნების დროშები ევროპარლამენტის შენობაზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
სერტიფიკატები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ევროკავშირში შესული სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, თუ მათ შესაბამისი ვაქცინაცია ექნებათ გავლილი.

თბილისი, 9 ივნისი − Sputnik. ევროპის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ევროკავშირში COVID-19-ის ციფრული სერტიფიკატის შემოღება, იუწყება გამოცემა Bloomberg Quint.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტში რამდენიმე დოკუმენტი შედის, რომელთაგან თითოეულმა დეპუტატების ხმათა უმეტესობა მიიღო. ახლა გადაწყვეტილებამ ტექნიკური გაფორმების პროცედურა უნდა გაიაროს, ძალაში კი მას შემდეგ შევა, რაც ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
ევროკავშირის COVID-სერტიფიკატს მესამე ქვეყნების მოქალაქეებიც მიიღებენ

დაგეგმილია, რომ სისტემა 1 ივლისს ამოქმედდება, თუმცა ის უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში − კორონავირუსული სერტიფიკატი მილიონზე მეტ ევროპელს აქვს მიღებული.

დოკუმენტი მონაცემების სამ ვარიანტს შეიცავს: ინფორმაციას COVID-19-ზე ვაქცინირების შესახებ, უარყოფით PCR-ტესტზე ან დაავადების გადატანის შედეგად იმუნიტეტის არსებობაზე. სერტიფიკატის გამოყენება შესაძლებელია მობილური ტელეფონით, ასევე QR-კოდით.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ სერტიფიკატი, ერთი მხრივ, გამორიცხავს დისკრიმინაციას, მეორე მხრივ კი დააჩქარებს კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის თავისუფალ გადაადგილებას.

გარდა ამისა, მათ, ვინც კორონავირუსზე აცრის შედეგად მიიღებს სერტიფიკატს, გაათავისუფლებენ ტესტების ჩაბარების ვალდებულებისგან და ასევე კარანტინის დაცვისგან ევროკავშირში მოგზაურობის შემთხვევაში. საუბარია ვაქცინებზე, რომლებიც ცენტრალიზებულადაა მოწონებული ევროკავშირში. თუმცა სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ, დამოუკიდებლად აღიარონ საკუთარ ტერიტორიებზე სხვა პრეპარატებიც.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ევროკავშირში სამი სახის COVID–სერტიფიკატს შემოიღებენ

ამასთან ერთად აღინიშნება, რომ სერტიფიკატები შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ევროკავშირში შესული სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, თუ მათ შესაბამისი ვაქცინაცია ექნებათ გავლილი. ეს მექანიზმი ახლა მუშავდება.

სავარაუდოდ, სერტიფიკატი დროებითი იქნება − გაიცემა ერთი წლის ვადით. ის იმოქმედებს მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობას არ გააუქმებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს იმისთვის, რომ ტესტების ჩატარება და სერტიფიკატში მონაცემების შეტანა მაქსიმალურად გააიაფოს.

ყველა ახალი ამბავი
0