ევროკავშირის COVID-სერტიფიკატს მესამე ქვეყნების მოქალაქეებიც მიიღებენ

© Photo: Pixabay / ID 12019ევროკავშირის დროშები ბრიუსელში
ევროკავშირის დროშები ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის სერტიფიკატი უფასოდ მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს უნდა მიეღოთ.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. მესამე ქვეყნების ვაქცინირებულ მოქალაქეებს ევროკავშირში COVID−სერტიფიკატების მიღება შეუძლიათ, შესაბამისი მექნიზმი უკვე მუშავდება, განაცხადა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში დიდიე რეინდერსმა.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ევროკავშირში სამი სახის COVID–სერტიფიკატს შემოიღებენ
„რაც შეეხება მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, თუ ისინი ევროკავშირში ვაქცინაციის შესახებ საბუთით შემოვლენ, ისინი ასევე მიიღებენ ევროკავშირის COVID-სერტიფიკატს, რათა მის შიგნით იმოგზაურონ. ასეთი მექანიზმი უკვე მზადდება“, – განაცხადა რეინდერსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც გარე საზღვრები გაიხსნება. ჯერჯერობით ევროკავშირში საუბარი მხოლოდ შიდა ტურზმზე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ისინი ასევე მუშაობენ უცხო სახელმწიფოების სერტიფიკატების აღიარების საკითხზე, მათ შორის, მრავალმხრივ ფორმატებში.

მანამდე დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა მოქალაქე 1 ივლისიდან უფასოდ შეძლებს კორონავირუსის სამი სახის სერტიფიკატის მიღებას: ვაქცინაციის შესახებ, COVID-სგან გამოჯანმრთელების და ტესტირების გავლის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0