19:05 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (23)
52 0 0

სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობს.

მსოფლიოს ერთ-ერთი კომპეტენტური ასტროლოგი დები ფრენკი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე საათში პატარა ლილიბეტის პირველ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. ცნობილი ასტროლოგი პრინცესა დაიანასთან 1989 წლიდან მეგობრობდა.

დები ფრენკი, პატარა ლილიბეტის დაბადების დროის გათვალისწინებით, ამბობს, რომ გოგონა, სავარაუდოდ, იქნება ძალიან ღია და საზოგადოებისთვის გახსნილი, ლილიბეტის შესახებ მედია ხშირად დაწერს და ისაუბრებს.

დების თქმით, ლილიბეტს ლომი აღმავალ ნიშანში აქვს, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. ეს არის ყველაზე კაშკაშა ნიშნის ქვეშ დაბადებული ნიშანი, რომელიც ბევრს იტყვის საკუთარი თავის შესახებ. ასტროლოგი ამტკიცებს, რომ ის ბევრად პოპულარული იქნება, ვიდრე მისი უფროსი ძმა არჩი.

სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობს.

39 წლის მეგან მარკლმა დაწერა: „ის უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვედგინა და ჩვენ მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და ლოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოსგან ვგრძნობდით. მადლობას გიხდით თქვენი სიკეთისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის ამ განსაკუთრებულ დროს”.

პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს.

ექნება თუ არა ახალშობილ გოგონას პრინცესას ტიტული, ამას დრო გვიჩვენებს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.

2019 წლის 6 მაისს მეგანმა პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც არჩი მონბატენ-უინძორი დაარქვეს.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (23)

მთავარი თემები