14:25 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (26)
72 0 0

ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორეს მე-11 შვილთაშვილი ეყოლა. ექნება თუ არა ლილიბეტ-დაიანას პრინცესას ტიტული, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სასექსის ჰერცოგებს - პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ - გოგონას დაარქვეს ლილიბეტ (დაიანა) მოუნტბატენ-უინდზორი, ამის შესახებ BBC წერს.

გოგონას შეურჩიეს ორმაგი სახელი - ლილიბეტი - დიდი ბებიის და დაიანა – უელსის პრინცესას, ჰარის დედის საპატივსაცემოდ.

სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. მისი წონა 3,5 კილოგრამია. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ.

39 წლის მეგან მარკლმა დაწერა: „ის უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვედგინა და ჩვენ მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და ლოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოსგან ვგრძნობდით. მადლობას გიხდით თქვენი სიკეთისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის  ამ განსაკუთრებულ დროს.”

პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს.

ექნება თუ არა ახალშობილ გოგონას პრინცესას ტიტული, ამას დრო გვიჩვენებს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.

2019 წლის 6 მაისს მეგანმა თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც არჩი მონბატენ-უინძორი დაარქვეს.

 

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (26)

მთავარი თემები