14:36 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
74 0 0

რუსეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან მომავალი შეხვედრისგან რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე გარღვევას არ ელის.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. აშშ-ს სურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები რუსეთთან, დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სტატიაში, რომელიც გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნდა.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება, აშშ-ის პრეზიდენტისთვის ევროპული ტურნე პირველი უცხოური ვიზიტი იქნება: ბაიდენი ევროკავშირის და ნატოს სამიტებში მიიღებს მონაწილეობას.

„როდესაც ჟენევაში ვლადიმირ პუტინს შევხვდები, ეს მოხდება მაღალი რანგის დისკუსიების შემდეგ მეგობრებთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რომლებიც მსოფლიოს უყურებენ იმავე პერსპექტივაში, როგორ მას აშშ უყურებს, ვისთანაც ჩვენ განვაახლებთ კავშირებსა და საერთო მიზნებს. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ერთიანი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებს რუსეთის მხრიდან, რომელიც უკრაინაში აგრესიით დაიწყო“, - ნათქვამია სტატიაში.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ „ეჭვგარეშეა აშშ-ის მტკიცე ნება დაიცვას ის დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც განუყოფელია ჩვენი ინტერესებისგან“.

ბაიდენის თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბარში მან თავისი აზრი მკაფიოდ და პირდაპირ გამოთქვა.

„აშშ არ ეძებენ კონფლიქტს. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები, რომლის ფარგლებში ვიმუშავებდით რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის და შეიარაღების კონტროლის პრობლემებზე“, - განაცხადა ბაიდენმა.

„ამიტომ ვიმოქმედე დაუყოვნებლივ, რათა ხუთი წლით გამეხანგრძლივებინა ხელშეკრულება შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ და ამით ამერიკელი ხალხის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება განმემტკიცებინა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ არ ელის რაიმე გარღვევას რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ჯო ბაიდენთან მომავალი შეხვედრისგან.

„პოზიტიურ შედეგს ველოდები. იმედი მაქვს, რომ შეიქმნება პირობები იმისათვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან განიხილავს სტრატეგიულ სტაბილურობას და ყველაზე ცხელ წერტილებში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებას. მისი თქმით, დღის წესრიგში ასევე იქნება განიარაღების საკითხები, ბრძოლა ტერორიზმთან, პანდემია და მასთან ბრძოლა, ეკოლოგიური ხასიათის საკითხები.

მთავარი თემები