მსოფლიოში პირველად: ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი H10N3 დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშივითარება პეკინში
ვითარება პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
მანამდე ფრინველის გრიპის აღნიშნული შტამით დაავადების შემთხვევა მსოფლიოში არსად დაფიქსირებულა

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჩინეთში ადამიანის ფრინველის გრიპის ვირუსის შტამ H10N3−ით ინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება სააგენტო Reuters−ი ქვეყნის ჰიგიებისა და ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

მედმუშაკები ჰანოიში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
ვიეტნამში კორონავირუსის ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცმა თავი აპრილის ბოლოს იგრძნო შეუძლოდ. მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა და საბოლოოდ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და მზადაა კლინიკიდან გასაწერად.

28 მაისს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცი H10N3−ით იყო ინფიცირებული. ამ დროისათვის მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს აკვირდებიან. ახალი დაავადებულები არ გამოვლენილან.   

აღსანიშნავია, რომ ეს H10N3−ით ინფიცირების პირველი შემთხვევაა მსოფლიოში. ვირუსი ფრინველებს შორის ვრცელდება და დაბალი პათოგენურობა ახასიათებს. სპეციალისტების თქმით, ის ნაკლებად საშიშია, მისი დიდ მასშტაბებში გავრცელების რისკი კი — ძალიან დაბალი.

ექსპერტების თქმით, საქმე გვაქვს ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე შემთხვევით გადადებასთან, თუმცა მაინც გასცეს რამდენიმე რეკომენდაცია: საჭიროა ავადმყოფობით დახოცილ ფრინველთან კონტაქტისთვის თავის არიდება, ასევე ცოცხალ ფრინველთან კონტაქტების შეძლებისდაგვარად შეზღუდვა, ჰიგიენის ნორმების დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0