18:30 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (449)
68 0 0

პოლონეთი მუშახელის დეფიციტს განიცდის არა მარტო ვაჭრობისა და მშენებლობის დარგში, არამედ IT-სფეროშიც.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პოლონეთის ხელისუფლება აპირებს გაამარტივოს ქვეყანაში უცხოელების დასაქმება, რის თაობაზეც განცხადება უკვე გაკეთდა, იუწყება პორტალი Dziennik.pl.

როგორც განვითარების, შრომისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ ივონა მიხალეკმა აღნიშნა, ადგილობრივ მეწარმეებში დიდი მოთხოვნაა უცხოელ მუშახელზე.

„მეწარმეებისგან ყოველკვირეულად მესმის, რომ ცოტა მუშახელი ჰყავთ — არა მარტო ისეთ დარგებში, როგორებიცაა ვაჭრობა და მშენებლობა, არამედ IT−სფეროშიც. გვსურს, რომ უცხოელებმა მარტივად შეძლონ პოლონეთში ჩამოსვლა და აქ დასაქმდნენ, განსაკუთრებით ისეთი პროფესიებით, სადაც ჩვენ სამუშაო ძალა არ გვყოფნის“, — განაცხადა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, შრომითი კანონმდებლობის რეკონსტრუქციის ეროვნული გეგმა, სხვა ზომებს შორის, ასევე მოიცავს უცხოელების დასაქმებისთვის ხელშეწყობას, რათა პოლონეთის შრომის ბაზარზე დეფიციტი აღმოიფხვრას.

საამისოდ იგეგმება შრომის ბიუროს როლის გაძლიერება უცხოელებისთვის მუშაობის უფლების მინიჭების პროცესში, ამ უფლების მისაღებად ვადისა და სხვა ფორმალობების შემცირება.

ამასთან ყველა პროცედურა, რომლებიც უცხოელებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებას შეეხება, გაციფრებული იქნება. გარდა ამისა, იმავდროულად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ახალ მიგრაციულ პოლიტიკაზეც.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (449)

მთავარი თემები