სროლა მაიამიში: არიან დაღუპულები და დაჭრილები

© AP Photo / Damian Dovarganesამერიკის პოლიცია
ამერიკის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ხალხის მიმართულებით უმისამართო სროლა დაიწყეს - შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა, იუწყება ადგილობრივი პოლიცია.

„მე ვიმყოფები იმ ადგილზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა მორიგი მიზანმიმართული და ლაჩრული ძალადობის აქტი, დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი და, სამწუხაროდ, ორი ადამიანი გარდაიცვალა“, - დაწერა Twitter-ში მაიამის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალფრედო რამირესმა.

მან აღნიშნა, რომ ბოროტმოქმედებმა დაიწყეს უმისამართო სროლა ხალხის მიმართულებით.

პარასკევს მაიამიში მოხდა ანალოგიური ინციდენტი, როდესაც უცნობმა პირებმა ქუჩაში სროლა ატეხეს. შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა, ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0