„ჰარისთვის დავწერე...“ - სულ მალე სასექსის ჰერცოგინიას პირველი საბავშვო წიგნი გამოვა

© AP Photo / Ben Curtisმეგან მარკლი
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
სასექსის ჰერცოგინიამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მალე მის პირველ საბავშვო წიგნს იხილავს.

8 ივნისს მეგან მარკლის პირველი წიგნი The Bench გამოდის გაყიდვაში. ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, წიგნს აუდიოვერსიაც ექნება, რომელსაც ავტორი კითხულობს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
„მეგანი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან...“ – პრინცი ჰარის აღიარება

ილუსტრაციები წიგნისთვის ცნობილმა მხატვარმა, კრისტიან რობინსონმა შექმნა. „The Bench პატარა ლექსით დაიწყო, რომელიც არჩის დაბადებიდან ერთ თვეში, ჰარისთვის დავწერე“, - ამბობს მეგან მარკლი წიგნის წინასიტყვაობაში.

2020 წლის დასაწყისში ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ სამეფო ვალდებულებებს ჩამოშორდებოდნენ და საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იმუშავებდნენ. როგორ ჩანს, წყვილი უკვე მუშაობს ამ კუთხით. წიგნის გარდა ისინი სხვა პროექტებზეც მუშაობენ. მათ „ნეტფლიქსთან“ გააფორმეს კონტრაქტი და სპოტიფაიზე პოდკასტის გამოშვებას გეგმავენ. მეგანი „დისნეის“ საქველმოქმედო პროექტშიც იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანი ცხოველების დაცვა იქნება.

მეგან მარკლს წიგნის შექმნაზე ადრეც უმუშავია, თუმცა მას შემდეგ, რაც პრინც ჰარისთან დაიწყო ურთიერთობა, ამ პროექტისთვის თავის დანებება მოუწია.

ყველა ახალი ამბავი
0