ოპრა უინფრისა და პრინც ჰარის მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმი იმაზე უფრო სკანდალური გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პრინცმა ჰარიმ ოპრასთან თავად ისაუბრა იმ სტრესზე, რომელსაც სამეფო ოჯახიდან წამოსვლამდე განიცდიდა. მაგალითად ჰარიმ გაიხსენა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც მეგანს ორსულობისას ჰქონდა. მის თქმით, ორსულმა მეგანმა მას გაუმხილა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, ეს კი იმის გამო არ გააკეთა, რომ არ სურდა ჰარის მორიგი საყვარელი ადამიანი დაეკარგა.
„მეგანი არასოდეს გადასულა ზღვარს, ის არ მკურნალობდა მედიკამენტებით, ის იყო საღ გონებაზე, მაგრამ ძალიან მძიმედ. ორსულობისას თქვა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ჩემს გამო არ გააკეთა, რადგან იცოდა, რომ კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგავს ვერ გადავიტანდი”, – ამბობს პრინცი ჰარი.
ახლა მეგანი მეორე შვილს ელოდება, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ გაამხილა. მეგანი გოგონას ელოდება, თუმცა ექნება თუ არა მას პრინცესას ტიტული, ამას დრო გვიჩვენებს.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.