00:02 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)
96 0 0

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის ფონზე კორონავირუსით დაავადების შემთხვევები შემცირდა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინები ვირუსის „ყველა ვარიანტის“ წინააღმდეგ ეფექტურია.

უფრო ადრე ჯანმოში განაცხადეს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შტამები ვრცელდება. მაგალითად, „ბრიტანული“ შტამი 140 ქვეყანაში დაფიქსირდა, „სამხრეთაფრიკული“ – თითქმის 100 ქვეყანაში, ბრაზილიურ–იაპონური – 58-ში. ყველა ეს შტამი აღმოჩენილია ინდოეთში, აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ შეისწავლეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა, რომლებიც რეგისტრირებულია და რომლებიც გამოიყენება. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ყველა პრეპარატი ეფექტურია ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

ამასთან ორგანიზაცია ქვეყნებს მაინც „ფრთხილად მოქმედებისკენ“ მოუწოდებს პანდემიის პირობებში.

„საჭიროა საერთაშორისო მგზავრობისთვის თავის არიდება, როდესაც მუდმივი საფრთხისა და ახალი გაურკვევლობის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ.

მან ასევე მიუთითა, რომ ევროპაში მოსახლეობის ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია.

„ვაქცინის პირველი დოზა მხოლოდ მოსახლეობის 23%-მა მიიღო, ხოლო ვაქცინაციის სერია 11%-მა დაასრულა“, – აღნიშნა მან.

ჯანმოს მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობა ევროპაში თანდათანობით მცირდება. აპრილის შუა პერიოდში ავადობის მაჩვენებელი იყო 1,7 მლნ, ახლა კი, მაისის შუა რიცხვებისთვის, 685 ათასამდე შემცირდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)

მთავარი თემები