რიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა: ვრცელდება ვიდეო

© REUTERS / RICARDO MORAESრიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა
რიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს მეტროში პოლიციასა და დამნაშავეებს შორის სროლისას 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება პორტალი G1.

​სროლა ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოხდა.

​არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკობიზნესში ეჭვმიტანილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცერს ტყვია თავში მოხვდა.

ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.

სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0