თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს მეტროში პოლიციასა და დამნაშავეებს შორის სროლისას 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება პორტალი G1.
At least 25 killed and wounded in a shootout during a police operation against drug traffickers in Rio de Janeiro pic.twitter.com/SWNLkx13mL
— dada (@dadababako1966) May 6, 2021
სროლა ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოხდა.
არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკობიზნესში ეჭვმიტანილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცერს ტყვია თავში მოხვდა.
At least 25 killed and wounded in a shootout during a police operation against drug traffickers in Rio de Janeiro, Brazil, O Globo newspaper reports. pic.twitter.com/Xl5wTAhLoK
— Status-6 (@Archer83Able) May 6, 2021
ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.
სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.