05:45 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (392)
77 0 0

„დიდი ოცეულის“ ვირტუალურ შეხვედრაზე მინისტრებმა ტურისტებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გაცემას მხარი დაუჭირეს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. დიდი ოცეულის ქვეყნების ტურიზმის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს კოვიდ-პასპორტების დანერგვის იდეას — სპეციალური სერტიფიკატების შემოღებას მათთვის, ვინც კორონავირუსულ ინფექცია COVID-19-ზე იქნება აცრილი, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი იტალიის ტურიზმის მინისტრ მასიმო გარავალიუზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილება „ოცეულის“ ვირტუალურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც წელს პირველად გაიმართა და რომელსაც იტალია თავმჯდომარეობდა.

გარავალიუს თქმით, კოვიდ-პასპორტები ტურისტულ სექტორს ნორმალურ მუშაობაში შეუწყობს ხელს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისთვის.

კოვიდ-პასპორტში აღნიშნული იქნება სამი მაჩვენებელი: რომ მის მფლობელს გავლილი აქვს ვაქცინაცია, ფლობს იმუნიტეტს გადატანილი დაავადების შედეგად, ან რომ ცოტა ხნის წინ უარყოფითი პასუხი მიიღო კოვიდ-ტესტზე.

გუშინ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ – ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ მზადაა კავშირის ტერიტორიებზე შესვლაზე შეზღუდვები შეასუსტოს იმ პირებისთვის, ვისაც COVID-19-ზე სრული ვაქცინაცია (ორივე დოზა) აქვს გაკეთებული იმ პრეპარატებით, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის მოიწონა. ამ დროისათვის ასეთებია: AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Moderna-სა და Johnson&Johnson-ის ვაქცინები. ჯანმოს გარდა ისინი მოიწონა სამკურნალო მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომაც (EMA).

თემები:
საერთაშორისო პანორამა (392)

მთავარი თემები