09:06 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, Toyota–ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ფრანგი ასაკოვანი ქალი, რომელიც ავტოავარიის შედეგად საკუთარ ავტომობილში „ჩახერგილი" აღმოჩნდა, ჟანდარმერიის დახმარებას სამი დღე ელოდა, იუწყება გამოცემა  20 Minutes.

80 წლამდე ქალის ახლობლებმა მისი გაუჩინარების შესახებ საფრანგეთის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში ლოს დეპარტამენტს 26 აპრილს შეატყობინეს.

დაკარგული ქალი  სამი დღის შემდეგ იპოვეს. Toyota–ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

ქალი სამედიცინო გამოკვლევებისთვის ქალაქ კაორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, წინასწარი ინფორმაციით, იგი თავს კარგად გრძნობს.
 

მთავარი თემები