ავარიაში მოყოლილი 80 წლამდე ქალი დახმარებას სამი დღე ელოდა

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილზე
ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, Toyota–ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ფრანგი ასაკოვანი ქალი, რომელიც ავტოავარიის შედეგად საკუთარ ავტომობილში „ჩახერგილი" აღმოჩნდა, ჟანდარმერიის დახმარებას სამი დღე ელოდა, იუწყება გამოცემა  20 Minutes.

80 წლამდე ქალის ახლობლებმა მისი გაუჩინარების შესახებ საფრანგეთის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში ლოს დეპარტამენტს 26 აპრილს შეატყობინეს.

დაკარგული ქალი  სამი დღის შემდეგ იპოვეს. Toyota–ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

ქალი სამედიცინო გამოკვლევებისთვის ქალაქ კაორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, წინასწარი ინფორმაციით, იგი თავს კარგად გრძნობს.
 

ყველა ახალი ამბავი
0