08:51 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
133 0 0

სავარაუდოდ, ეს იდეა არ მოეწონება არც შვეიცარიის მეზობელ სახელმწიფოებს, არც ევროკავშირს მთლიანობაში

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ხელისუფლებამ შესთავაზა ქუჩაში მყოფ მოწყალების მთხოვნელებს მონაწილეობა მიეღოთ უჩვეულო გარიგებაში - მათ მისცემენ ბილეთს ნებისმიერ ევროპულ ქალაქამდე, თუ ისინი წერილობით პირობას დადებენ, რომ ბაზელში აღარ დაბრუნდებიან, იუწყება РИА Новости Basler Zeitung-ზე დაყრდნობით.

„ისინი ხელს მოაწერენ ვალდებულებას, რომ აღარ დაბრუნდებიან შვეიცარიაში - ყოველ შემთხვევაში, დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა იუსტიციისა და უსაფრთხოების ადგილობრივი დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტოპრაკ ეგრუზმა.

აღინიშნა, რომ ამ შეთანხმების დარღვევისთვის მოწყალების მთხოვნელებს ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქრება.

მთავარი თემები