შვეიცარიაში მოწყალების მთხოვნელებს უჩვეულო გარიგება შესთავაზეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმათხოვარი ნარიყალას ციხესთან
მათხოვარი ნარიყალას ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
სავარაუდოდ, ეს იდეა არ მოეწონება არც შვეიცარიის მეზობელ სახელმწიფოებს, არც ევროკავშირს მთლიანობაში

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ხელისუფლებამ შესთავაზა ქუჩაში მყოფ მოწყალების მთხოვნელებს მონაწილეობა მიეღოთ უჩვეულო გარიგებაში - მათ მისცემენ ბილეთს ნებისმიერ ევროპულ ქალაქამდე, თუ ისინი წერილობით პირობას დადებენ, რომ ბაზელში აღარ დაბრუნდებიან, იუწყება РИА Новости Basler Zeitung-ზე დაყრდნობით.

„ისინი ხელს მოაწერენ ვალდებულებას, რომ აღარ დაბრუნდებიან შვეიცარიაში - ყოველ შემთხვევაში, დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა იუსტიციისა და უსაფრთხოების ადგილობრივი დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტოპრაკ ეგრუზმა.

აღინიშნა, რომ ამ შეთანხმების დარღვევისთვის მოწყალების მთხოვნელებს ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0