21:08 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

ამასთან, იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, შტატში მკურნალობის ქვეშ მყოფთა რაოდენობა 2 ათასით შემცირდა და 672 ათასს გაუტოლდა.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 401.993-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 3.523 ადამიანი, ეს პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებლებია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო. ამის შესახებ წერს РИА Новости. 

ამგვარად, ახლადინფიცირებულთა რაოდენობა ზედიზედ მეათე დღეა 300 ათასს აღემატება.

ინდოეთი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 19,1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 15,6 მლნ ადამიანი, კორონავირუსითა და თანმდევი დაავადებების შედეგად 211 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ინდოეთში ახლაინფიცირებულთა ზრდა თებერვლის შუა რიცხვებიდან ფიქსირდება, შედეგად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3,2 მილიონამდე გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ განუახლებია მონაცემები შტატების მიხედვით. პარასკევის მონაცემებით, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მაჰარაშტრას შტატზე მოდის. გასულ დღე-ღამეში შტატი იუწყებოდა 66,1 ათასი ინფიცირებულის შესახებ, რაც ხუთშაბათის მონაცემებს 3 ათასით აღემატება. ამასთან, იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, შტატში მკურნალობის ქვეშ მყოფთა რაოდენობა 2 ათასით შემცირდა და 672 ათასს გაუტოლდა. მაჰარაშტრას შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვლინდა კერალას (38 607), უტარ-პრადეშის (35 104), კარნატაკას (35 024) და დელის (24 235) შტატებში.

ინდოეთში ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ შაბათის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 154 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა, მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში აცრილთა რაოდენობა 2,7 მილიონი ადამიანით გაიზარდა.

მთავარი თემები