08:21 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (391)
2901

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია, როდესაც ეს ორი ქვეყნის ინტერესებში შედის.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. შეერთებული შტატები არ ისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციისკენ, მაგრამ კიბერშეტევებისა და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით შედეგები იქნება, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„რაც შეეხება რუსეთს, მე ძალიან მკაფიოდ მივანიშნე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ ქმედებებს შედეგები ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვისწრაფვით ესკალაციისკენ“, — ნათქვამია ბაიდენის სიტყვაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.

ამერიკის ლიდერის თქმით, მან პირდაპირი და პროპორციული რეაქცია გამოავლინა „რუსეთის ჩარევაზე“ აშშ-ის არჩევნებში. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია თანამშრომლობა, როცა ეს მათ ინტერესებშია.

მანამდე ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს პირადი შეხვედრა შესთავაზა მესამე ქვეყანაში. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ−რუსეთს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელია სტრატეგიულ სტაბილურობაზეც, თუ მოსკოვის მხრიდან ესკალაციას არ ექნება ადგილი.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის აზრით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის იდეა ღრმა ანალიზს მოითხოვს, ვინაიდან ვაშინგტონის განცხადებებს სამიტთან დაკავშირებით ყოველ ჯერზე ახლავს სანქციების შესახებ განცხადებები.

შეერთებულმა შტატებმა 15 აპრილს ახალი შეზღუდვები დააწესა მოსკოვის წინააღმდეგ და ათი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. პასუხად მოსკოვმა ასევე ათი ამერიკელი დიპლომატი გააძევა, ხოლო დიპლომატიურ მისიაში დარჩენილებს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება აუკრძალა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (391)

მთავარი თემები