გატაცებულია 2 მლრდ დოლარი: კრიპტოვალუტის ბირჟის დირექტორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიკრიპტოვალუტა დოლარების ფონზე
კრიპტოვალუტა დოლარების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის გამოყენება უკვე აკრძალა. აკრძალვა 30 აპრილიდან ამოქმედდება.

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. თურქეთმა საერთაშორისო ორდერი გასცა ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-ის დამაარსებლის დაპატიმრებაზე, რომელმაც ინვესტორების 2 მლრდ დოლარის ოდენობის აქტივები გაიტაცა და მიიმალა, იუწყება სააგენტო Anadolu.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფარუქ ფათიჰ ოზერი, სავარაუდოდ, ალბანეთში იმყოფება.

​თურქეთის სპეცსამსახურებმა უკვე გაავრცელეს ოზერის ფოტო, რომელიც სტამბულის აეროპორტშია გადაღებული საპასპორტო კონტროლის გავლის მომენტში.

როგორც ირკვევა, სტამბულის პროკურატურამ გამოძიება 22 აპრილს დაიწყო, როგორც კი მედიასაშუალებებით ბიზნესმენის გაქცევის თაობაზე გახდა ცნობილი. უწყებამ 78 ეჭვმიტანილის დაკავებაზე გასცა ორდერი, რომელთაგან 62 უკვე დაკავებულია, 10 კაცის ძებნა კი გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა: 11-ვე ბრალდებული განაჩენს საპატიმროში დაელოდება

ბირჟა Thodex-მა 21 აპრილს საკუთარ საიტზე განცხადება გაავრცელა, რომ ხუთი დღით წყვეტდა მუშაობას და ვაჭრობა შეაჩერა. Thodex-მა ეს იმით ახსნა, რომ ოპერაციების გასაგრძელებლად ფინანსები არ ჰყოფნიდა. მომდევნო დღეს ბირჟამ გამოაქვეყნა ოზერის წერილი, რომელშიც ის ინვესტორებს თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც თავადაც ჩავიდოდა თურქეთში, რათა კანონის წინაშე პასუხი ეგო. ამასთან ბირჟის გაქცეული გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებდა თავის ადგილსამყოფელს და წერდა, რომ მედიასაშუალებების მიერ ზარალად დასახელებული 2 მლრდ დოლარი დაუსაბუთებელი რიცხვია.

კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex 2017 წლიდან მუშაობს. თურქეთის მოქალაქეები ამ ტიპის ბირჟებით ინვესტიციების ჩასადებად სარგებლობენ, რათა საკუთარი თანხები ინფლაციისგან დაიცვან. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენება აკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0