07:51 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

2020 წელს კატარში შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთის რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ 18-წლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ავღანეთიდან უცხოური ჯარების გამოყვანას გულისხმობს

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ავღანეთში რამდენიმე ბაზიდან ჯარების გამოყვანა დაიწყეს, განაცხადა ავღანეთში აშშ-ის და ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა სკოტ მილერმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1 მაისს დაიწყებს და 11 სექტემბრამდე დაასრულებს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესს. ჯარების გამოყვანა პარტნიორებთან სრული კოორდინაციით მოხდება.

„ჯარების გამოყვანა რამდენიმე ბაზიდან დავიწყეთ“, - ციტირებს გენერალს РИА Новости.

მილერმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედოები „ყველა თავის ბაზას ავღანეთის ძალებს გადასცემენ“.

2020 წელს კატარში შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთის რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ 18-წლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ავღანეთიდან უცხოური ჯარების გამოყვანას 14 თვეში და ტყვეთა გაცვლის შემდეგ ავღანეთის შიგნით დიალოგის დაწყებას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, ამერიკას ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარები 2021 წლის 1 მაისისთვის უნდა გაეყვანა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ნატოს ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება. 

მთავარი თემები