06:17 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (392)
136 0 0

როგორც პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი აცხადებს, საპრიზო ფონდი დროთა განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი 100 მილიონ დოლარს სთავაზობს გამომგონებელს, რომელიც, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში, ატმოსფეროდან ან ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების გზას მიაგნებს, იუწყება სააგენტო Reuters.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, საპრიზო ფონდი დროთა განმავლობაში გაიზრდება.

„ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს. კატასტროფის 0,1%-ის შანსის შემთხვევაშიც კი რატომ უნდა გავრისკოთ? ეს სიგიჟეა“, — ამბობს ცნობილი ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში დაანონსებული განზრახვა ჯილდოს დაწესების თაობაზე ილონ მასკმა დედამიწის დღეს, 22 აპრილს მოიყვანა სისრულეში. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს „უდიდესი წამახალისებელი პრიზია ისტორიაში“.

გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსი 2025 წლის დედამიწის დღემდე — 22 აპრილამდე გაგრძელდება.

აღინიშნება, რომ ატმოსფეროდან თუ ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების ტექნოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ 2050 წლისთვის სათბური გაზების გამოფრქვევის დონე ნულამდე დავიდეს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (392)

მთავარი თემები