07:41 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

მატარებელი ელ-მანსურიდან ეგვიპტის დედაქალაქში მიემართებოდა, სარკინიგზო ლიანდაგებიდან რვა ვაგონი გადავიდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ეგვიპტეში, ქაიროდან ჩრდილოეთით მდებარე კალიუბიის პროვინციაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, დაახლოებით 110 ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости რეგიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

როგორც რამდენიმე წუთის წინ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყებოდა, სარკინიგზო ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

აღინიშნა, რომ ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს.

პროვინციის გუბერნატორის ოფისის მონაცემებით, მატარებელი ელ-მანსურიდან ქაიროში მიდიოდა. რელსებიდან რვა ვაგონი გადავიდა.

მთავარი თემები