თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ეგვიპტეში, ქაიროდან ჩრდილოეთით მდებარე კალიუბიის პროვინციაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, დაახლოებით 110 ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости რეგიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
როგორც რამდენიმე წუთის წინ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყებოდა, სარკინიგზო ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
აღინიშნა, რომ ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს.
პროვინციის გუბერნატორის ოფისის მონაცემებით, მატარებელი ელ-მანსურიდან ქაიროში მიდიოდა. რელსებიდან რვა ვაგონი გადავიდა.