05:46 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
166 0 0

განძეულს შორის იყო ოცამდე ოქროს საყურე, 51 ოქროს ბურთულა, 11 ოქროს ძეწკვი, 6,5 გ ბუნებრივი ლალი და სხვა ძვირფასეულობა

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ინდოეთის სოფელ პემბარტიში მცხოვრებმა მამაკაცმა სახლის მშენებლობის დროს უძველესი განძეულით სავსე ქოთანი იპოვა იპოვა და ისტერიკაში ჩავარდა, იუწყება The Independent–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, განძეული ექსკავატორმა ამოთხარა, როდესაც ადგილობრივი მეტა ნარსიმჰას სახლისთვის საძირკველს ჭრიდა.

ქოთანში ოცამდე ოქროს საყურე, 51 ოქროს ბურთულა, 11 ოქროს ძეწკვი და სხვა ძვირფასი ნაკეთობები იდო. გარდა ამის, განძულს შორის იყო 6,5 გ ბუნებრივი ლალიც.

​მიწის მფლობელი ნარსიმჰა თვითმხილველებმა კამერაზე ზუსტად იმ მომენტში აღბეჭდეს, როდესაც ის განძეულის სანახავად მივიდა. ძვირფასეულობის დანახვაზე მამაკაცს ისტერიკა დაემართა და თანასოფლელები კარგა ხანს ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას.

ხელისუფლებამ განძეული შესაბამის ადგილზე გადაიტანა, ხოლო მამაკაცს მიწის თხრა აუკრძალა შემდგომ განკარგულებამდე.

ამ დროისათვის არქეოლოგები უკვე მუშაობენ ძვირფასეულობის თარიღისა და სხვა დეტალების დადგენაზე.

მთავარი თემები