06:14 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (389)
94 0 0

კუნძულის მოსახლეობას სწამს, რომ პრინცი ფილიპი ლეგენდარული ღმერთი იყო, რომელმაც ოკეანე გადალახა და ძლევამოსილი ქალი შეირთო ცოლად

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. წყნარი ოკეანის კუნძულ ტანაზე მცხოვრები ტომის, იაოჰნანენის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბრიტანეთის პრინცი ფილიპი ღმერთად მიაჩნდათ, მისი მეორედ მოსვლის იმედი აქვთ, იუწყება მედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, პრინც ფილიპისადმი მსგავსი დამოკიდებულება კუნძულზე გასული საუკუნის 50–იან წლებში გაჩნდა უძველესი ლეგენდის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ვულკანით შობილი თეთრკანიანი მამაკაცი ოკეანის გაღმა გაემგზავრებოდა და იქ ძლევამოსილ ქალს შეირთავდა ცოლად, რის შემდეგაც ისევ კუნძულზე დაბრუნდებოდა.

ტომის წარმომადგენლებმა ლეგენდარულ ღმერთში ფილიპი მაშინ ამოიცნეს, როდესაც პირველად შეხვდნენ ბრიტანელ კოლონისტებს და მონარქიული ოჯახის ფოტოები ნახეს. კუნძულელების რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დედოფალ ელიზაბეტის მეუღლე ტანას ეწვია 1974 წელს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად პრინცმა არაფერი იცოდა მისი მოთაყვანე ტომის შესახებ. ხოლო როდესაც ადგილობრივების რწმენის შესახებ აცნობეს, ედინბურგის ჰერცოგმა სახსოვრად თავისი პორტრეტი გაუგზავნა მათ ხელმოწერით. მადლიერების ნიშნად კი იაოჰნანელებისგან ტახებზე სანადირო ხელკეტი მიიღო.

ტანას მოსახლეობის რწმენა პრინცისადმი მის გარდაცვალებას არ შეურყევია. ახლა კუნძულზე სჯერათ, რომ ფილიპი მეორედ მოვა და ბრიტანული გვირგვინის სიმდიდრეს გაუნაწილებს მათ.

დედოფალ ელიზაბეტ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი 9 აპრილს 100 წლისა გარდაიცვალა უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში ბერკშირის საგრაფოში.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (389)

მთავარი თემები