09:04 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

ამასთან გამოკითხულთა 19%-მა განაცხადა, რომ ამ საშუალებას არ გამოიყენებდა, 14%-ს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გერმანიის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი მზად არის აიცრას რუსული წარმოების ვაქცინით „სპუტნიკV", იუწყება გამოცემა Handelsblatt სოციალოგიურ კვლევაზე დაყრდნობით.

გაზეთის მონაცემებით, გამოკითხვის მონაწილეთა 55% მზად არის აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატით, როდესაც ის ევროკავშირში რეგისტრაციას გაივლის. ამასთან, გამოკითხულთა 19%-მა განაცხადა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ გამოიყენებდა, 14%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო 12%-მა თქვა, რომ საერთოდ არ სურს აცრის გაკეთება COVID-19-ზე.

ამასთან Handelsblatt-ს არ მოჰყავს კვლევის დეტალები - მისი მონაწილეების რაოდენობა, ჩატარების დრო ან ცდომილება.

ოთხშაბათს 7 აპრილს ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი ინვესტიციების რუსულ ფონდთან გააფორმა მემორანდუმი, რითაც ვაქცინა „სპუტნიკV"-ს შეძენის სურვილი გამოხატა. თუ პრეპარატი ევროკავშირში რეგისტრაციას გაივლის, რეგიონი ზაფხულის შუა პერიოდში 2,5 მილიონამდე დოზის მიღებას შეძლებს.

მოგვიანებით გერმანიის კიდევ რამდენიმე ფედერალურმა მიწამ განაცხადა, რომ მზად არის შეიძინოს „სპუტნიკV“.

მთავარი თემები