11:48 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (335)
96 0 0

ახალგაზრდა ქალი მისმა თაყვანისმცემელმა მოიტაცა ცოლად შერთვის მიზნით, თუმცა მოგვიანებით მათი ცხედრები იპოვეს.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ყირგიზეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქალების მოტაცებისა და იძულებით ქორწინების წინააღმდეგ, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის საბაბად 26 წლის აიზადე კანატბეკოვას რეზონანსული მკვლელობა იქცა, რომელიც 5 აპრილს მოიტაცეს. 

ნათესავების ვარაუდით, ეს ქალის ნაცნობმა ჩაიდინა იძულებით ქორწინების მიზნით. მილიციამ ცხელ კვალზე ძებნა გამოაცხადა, მაგრამ გატაცებულს ვერ მიაგნო. 7 აპრილს კი ერთ-ერთმა მწყემსმა ბიშკეკის მახლობლად ეჭვმიტანილის ავტომობილი აღმოაჩინა, რომელშიც ძალადობრივად დახოცილი გამტაცებლისა და აიზადეს ცხედრები იყო. შსს-ს წინასწარი ვერსიით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მამაკაცმა ქალი გაგუდა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ამ დროისათვის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი პლაკატებით, რომლებზეც წერია: „ალა–კაჩუუ (საპატარძლოს მოტაცება - რედ.) — ეს ტრადიცია არ არის“, „რამდენი უნდა დავიხოცოთ, რომ ჩვენი მოტაცებები შეწყდეს“, „დანაშაული უნდა დაისაჯოს“.

მომიტინგეთა ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასა და სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს მათი უმოქმედობის გამო.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში ყოველწლიურად იძულებითი ქორწინების მიზნით ქალების მოტაცების დაახლოებით ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ სასამართლომდე შემთხვევათა მხოლოდ 20%-ზე ნაკლები მიდის.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (335)

მთავარი თემები