ანკარაში უსავარძლოდ დატოვებული ევროკომისარი განმარტებას ითხოვს: დავალება გუნდს

© REUTERS / POOLურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მომხდარით განცვიფრებული ფონ დერ ლაიენისთვის ინცინდენტს ხელი არ შეუშლია, განეხილა ყველა დაგეგმილი საკითხი

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მიიღეთ ყველა ზომა, რათა მომავალში საერთაშორისო ვიზიტებისას აღარ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როგორიც ანკარაში შეიქმნა მოლაპარაკებების დროს, დაავალა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გუნდს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა გაავრცელა.

„ევროკომისიის ხელმძღვანელმა ფონ დერ ლაიენმა სთხოვა თავის გუნდს, მიიღოს განმარტება მომხდარზე და ასევე დარწმუნდეს, რომ მომავალში მსგავსი აღარაფერი მოხდება“, — განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე მამერმა.

სამშაბათს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში მოლაპარაკებების სამი მონაწილისთვის მხოლოდ ორი სავარძელი იდგა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
ერდოღანმა ევროკომისიის ხელმძღვანელს სავარძელი არ დაუდგა: ვიდეო შეხვედრიდან

ფეხზე დარჩენილ ფონ დერ ლაიენს საბოლოოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს პირდაპირ მიუჩინეს ადგილი დივანზე. ეს უკანასკნელი კი დიპლომატიური პროტოკოლით ბევრად დაბალი რანგისაა. გარდა ამისა, დაწესებული ნორმების თანახმად, ამ ადგილს მსგავსი შეხვედრებისას ჩვეულებრივ თარჯიმნები და შეხვედრის სხვა მონაწილეები იკავებენ.

მამერის თქმით, ევროკომისიის თავმჯდომარის ვიზიტი ამგვარი შეხვედრებისთვის ჩვეული არხებით მომზადდა, კერძოდ, ანკარაში ევროკავშირის წარმომადგენლობის მონაწილეობით. თავად ევროკომისიის პროტოკოლის სამსახურს ამჯერად ვიზიტში მონაწილეობა არ მიუღია კორონავირუსული შეზღუდვების გამო.

ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ფონ დერ ლაიენი განცვიფრებული დარჩა მომხდარით, რაც გავრცელებულ კადრებზეც კარგად გამოჩნდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მითვის, „განეხილა ყველა დაგეგმილი საკითხი“.

თუ რატომ შესთავაზეს ევროკომისიის ხელმძღვანელს მისი რანგისთვის შეუფერებელი ადგილი, მამერის თქმით, მისთვის უცნობია და ამაზე მიმღებმა მხარემ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ევროპის კომისიის თავმჯდომარესა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს თანაბარი სტატუსები აქვთ და უცხოეთში ვიზიტებისას მათ სწორედ ასეც იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0