თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისას სკამი არ დაუდგეს, წერს The Washington Post-ი.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებზე ჩანს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი სხდომათა დარბაზში ფეხზე დგას, ხოლო ორიდან ერთი სავარძელი თავად თურქეთის პრეზიდენტს უკავია, მეორე კი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელს.
გარდა ამისა, დაწესებული ნორმების თანახმად, ამ ადგილს მსგავსი შეხვედრებისას ჩვეულებრივ თარჯიმნები და შეხვედრის სხვა მონაწილეები იკავებენ.
ევროპარლამენტის დეპუტატი სოფი ინ’ტ ველდი მიიჩნევს, რომ მომხდარი შემთხვევითობა არ ყოფილა.
„ეს წინასწარ იყო განზრახული... რატომ არ იღონა არაფერი @eucopresident–მა?“ — დაწერა საკუთარ Twitter-ზე ევროდეპუტატმა და ტვიტში შარლ მიშელი მონიშნა.
აღნიშნული შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლიაიენს შორის სამშაბათს გაიმართა. ევროკავშირმა თურქეთის პრეზიდენტს ურთიერთობების გადატვირთვა შესთავაზა, თუმცა იმავდროულად გააკრიტიკა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.