00:55 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (328)
191 0 0

ფეხზე დარჩენილ ურსულა ფონ დერ ლაიენს საბოლოოდ თარჯიმნებისა და დაბალი დიპლომატიური რანგის პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავება მოუხდა

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისას სკამი არ დაუდგეს, წერს The Washington Post-ი.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებზე ჩანს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი სხდომათა დარბაზში ფეხზე დგას, ხოლო ორიდან ერთი სავარძელი თავად თურქეთის პრეზიდენტს უკავია, მეორე კი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელს. 

საბოლოოდ ფონ დერ ლაიენს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს პირდაპირ მიუჩინეს ადგილი დივანზე. ეს უკანასკნელი კი დიპლომატიური პროტოკოლით ბევრად დაბალი რანგისაა.

გარდა ამისა, დაწესებული ნორმების თანახმად, ამ ადგილს მსგავსი შეხვედრებისას ჩვეულებრივ თარჯიმნები და შეხვედრის სხვა მონაწილეები იკავებენ.

ევროპარლამენტის დეპუტატი სოფი ინ’ტ ველდი მიიჩნევს, რომ მომხდარი შემთხვევითობა არ ყოფილა.

„ეს წინასწარ იყო განზრახული... რატომ არ იღონა არაფერი @eucopresident–მა?“ — დაწერა საკუთარ Twitter-ზე ევროდეპუტატმა და ტვიტში შარლ მიშელი მონიშნა.

აღნიშნული შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლიაიენს შორის სამშაბათს გაიმართა. ევროკავშირმა თურქეთის პრეზიდენტს ურთიერთობების გადატვირთვა შესთავაზა, თუმცა იმავდროულად გააკრიტიკა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (328)

მთავარი თემები