12:11 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, აპარატი, რომლის დანიშნულება ოფიციალურად არ საჯაროვდებოდა, დედამიწის ატმოსფეროში 1 აპრილს შემოვიდა

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. რუსული სამხედრო თანამგზავრი „კოსმოს-2525“ ორბიტას ჩამოშორდა და წყნარი ოკეანეს თავზე დაიშალა, მონაცემებს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები სპეციალიზებულ ვებგვერდ space-track.org-ზე ავრცელებს. ამის შესახებ წერს РИА Новости.

ამერიკელი სამხედოების მონაცემებით, აპარატი დედამიწის ატმოსფეროში 1 აპრილს შემოვიდა.

მათი პროგნოზებით, აპარატის დაშლა წყნარი ოკეანეს სამხრეთი ნაწილის თავზე თბილისის დროით 8:43 საათზე მოხდა.

„კოსმოს-2525“ პლესეცკის კოსმოდრომიდან ორბიტაზე 2018 წლის მარტში მატარებელმა რაკეტამ Союз-2.1в-მ გაიყვანა. თანამგზავრის დანიშნულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი თემები