დაგეხმარებათ სტრესის დროს: მეცნიერები ასახელებენ სასმელს

CC0 / Pixabay / luvqs / მეცნიერი მიკროსკოპთან
მეცნიერი მიკროსკოპთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
მეცნიერებმა კვლევების შედეგად გამოავლინეს სასმელი, რომელიც ადამიანს სტრესულ სიტუაციებში გულზე დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. არსებობს სასმელი, რომელიც, რეგულარულად სმის შემთხვევაში, დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს გულის კუნთს სტრესულ სიტუაციებში, აცხადებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nutrients.

კაკაოს ნაყოფი და ფხვნილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2020
ვინ და რატომ უნდა მიირთვას კაკაო: რეკომენდებული რაოდენობა და აკრძალვები

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კაკაოში შემავალი ფლავანოიდები დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე ფსიქიკური დაძაბულობის დროს და დაზიანებისგან იცავს გულს.

„ფლავანოიდებით მდიდარი კაკაოს რეგულარული სმა შეიძლება ეფექტური მეთოდი იყოს სტრესის შემდეგ დროებითი ენდოთელიალური დისფუნქციის შესამცირებლად და ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად უშუალოდ სტრესულ ვითარებებში“, — ნათქვამია ნაშრომში.

გარდა ამისა, მეცნიერები კაკაოს ყოველდღიურ რაციონში ჩართვას იმის გამოც გვირჩევენ, რომ სასმელს გუნების გაუმჯობესება შეუძლია. მისი სასიამოვნო გემო ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინებისა და სეროტონინის — ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც დეპრესიებთან ბრძოლაში ეხმარება ადამიანს.

კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>

სწავლულები განმარტავენ, რომ ფლავანოიდებს, კაკაოს გარდა, ასევე შეიცავენ მწვანე ჩაი, ჟოლო, ალუბალი, ყურძენი და მაყვალი.

მანამდე მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კაკაოს სმა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0