20:13 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (303)
125 0 0

„ბოტასები“, რომელიც „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმლის ბაზაზეა დამზადებული, ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს და ასევე აქვს სატანისტური საკიდი-პენტაგრამა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კომპანია Nike სასამართლოში უჩივის კომპანია MSCHF-ს, რომელმაც რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით გასაყიდად გამოიტანა 666 წყვილი „სატანისტური“ სპორტული ფეხსაცმელი ადამიანის სისხლის წვეთით, იუწყება ტელეკომპანია NBC News.

 

​აღინიშნება, რომ „სატანისტური ბოტასები“ Nike-ის სპორტული ფეხსაცმელების ბაზაზეა დამზადებული, რის საფუძველზეც MSCHF-ს კომპანია სავაჭრო ნიშანზე უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

საქმე ისაა, რომ „ბოტასები“ სახელწოდებით Satan Shoes — Nike Air Max 97-ის მოდიფიცირებული ვერსიაა, ანუ ორიგინალურ ვერსიას დამატებული აქვს საკიდი–პენტაგრამა, ხოლო ფეხსაცმლის ლანჩაში მოთავსებული ჰაერის ბუშტი ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს. გარდა ამისა, ფეხსაცმელზე დატანილია წარწერა Luke 10:18 — მინიშნება ლუკას სახარების მეათე თავის მე-18 მუხლზე, სადაც ციდან სატანის ვარდნაზეა საუბარი.

​ტელეარხის ცნობით, MSCHF-ში დაადასტურეს, რომ ფეხსაცმელში ჰაერის ბუშტი ნამდვილად შეიცავს სისხლის თითო წვეთს, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს აუღეს.

​გავრცელებული ინფორმაციით, „სატანისტური ბოტასების“ 666 წყვილი მაღაზიაში შეტანისთანავე გაიყიდა. თითოეულის ფასი 1018 დოლარი იყო.

როგორც Nike-ის სარჩელშია ნათქვამი, „სატანისტური ბოტასების“ გაყიდვაში გამოსვლას უკვე მოჰყვა მოწოდებები Nike-ის ბოიკოტირებისკენ, ვინაიდან საზოგადოებაში წარმოიშვა მცდარი აზრით, თითქოს „ნაიკს“ რაიმე კავშირი აქვს მსგავსი ფეხსაცმლის შექმნასთან და გაყიდვასთან.

​რაც შეეხება რეპერ Lil Nas X-ს, მან „სატანისტური ბოტასების“ შესახებ ერთგვარი კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში. მან Twitter-ზე გამოაქვეყნა მონაკვეთი ანიმაციური სერიალიდან „სპონჯბობი“, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „უბრალოდ ვიხუმრე... ხომ იცით, რომ უბრალოდ ვიხუმრე“.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (303)

მთავარი თემები