თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კომპანია Nike სასამართლოში უჩივის კომპანია MSCHF-ს, რომელმაც რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით გასაყიდად გამოიტანა 666 წყვილი „სატანისტური“ სპორტული ფეხსაცმელი ადამიანის სისხლის წვეთით, იუწყება ტელეკომპანია NBC News.
MSCHF x Lil Nas X "Satan Shoes" 🏹
— SAINT (@saint) March 26, 2021
👟Nike Air Max '97
🩸Contains 60cc ink and 1 drop of human blood
🗡️666 Pairs, individually numbered
💰$1,018
🗓️March 29th, 2021 pic.twitter.com/XUMA9TKGSX
აღინიშნება, რომ „სატანისტური ბოტასები“ Nike-ის სპორტული ფეხსაცმელების ბაზაზეა დამზადებული, რის საფუძველზეც MSCHF-ს კომპანია სავაჭრო ნიშანზე უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
საქმე ისაა, რომ „ბოტასები“ სახელწოდებით Satan Shoes — Nike Air Max 97-ის მოდიფიცირებული ვერსიაა, ანუ ორიგინალურ ვერსიას დამატებული აქვს საკიდი–პენტაგრამა, ხოლო ფეხსაცმლის ლანჩაში მოთავსებული ჰაერის ბუშტი ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს. გარდა ამისა, ფეხსაცმელზე დატანილია წარწერა Luke 10:18 — მინიშნება ლუკას სახარების მეათე თავის მე-18 მუხლზე, სადაც ციდან სატანის ვარდნაზეა საუბარი.
ტელეარხის ცნობით, MSCHF-ში დაადასტურეს, რომ ფეხსაცმელში ჰაერის ბუშტი ნამდვილად შეიცავს სისხლის თითო წვეთს, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს აუღეს.
“Satan Shoes" — each pair of which will cost $1,018 — are a collaboration between MSCHF, the rapper Lil Nas X and, notably, not Nike. Also, there is blood in them. https://t.co/Eba0ek3quR
— The New York Times (@nytimes) March 28, 2021
გავრცელებული ინფორმაციით, „სატანისტური ბოტასების“ 666 წყვილი მაღაზიაში შეტანისთანავე გაიყიდა. თითოეულის ფასი 1018 დოლარი იყო.
როგორც Nike-ის სარჩელშია ნათქვამი, „სატანისტური ბოტასების“ გაყიდვაში გამოსვლას უკვე მოჰყვა მოწოდებები Nike-ის ბოიკოტირებისკენ, ვინაიდან საზოგადოებაში წარმოიშვა მცდარი აზრით, თითქოს „ნაიკს“ რაიმე კავშირი აქვს მსგავსი ფეხსაცმლის შექმნასთან და გაყიდვასთან.
რაც შეეხება რეპერ Lil Nas X-ს, მან „სატანისტური ბოტასების“ შესახებ ერთგვარი კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში. მან Twitter-ზე გამოაქვეყნა მონაკვეთი ანიმაციური სერიალიდან „სპონჯბობი“, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „უბრალოდ ვიხუმრე... ხომ იცით, რომ უბრალოდ ვიხუმრე“.