00:28 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

სპეციალისტებს მეჩეჩიდან მოხსნილი კონტეინერმზიდი საბუქსირო გემებით ტბისკენ მიჰყავთ, სადაც მისი დათვალიერება მოხდება

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც სუეცის არხში მეჩეჩიდან მოხსნეს, უკან ფარვატერში გაიყვანეს, იუწყება РИА Новости არხის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

კონტეინერმზიდი Ever Given მეჩეჩიდან მოხსენს: სუეცის არხი თავისუფალია – ვიდეო >>

​400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს არხის 151-ე კილომეტრზე შეჯდა მეჩეჩზე და არხში გარდიგარდმო გაიჭედა. ამის ფამო ფარვატერში გაჩნდა „საცობი“, ასეულობით გემი ელოდება გზის გახსნას. ორშაბათს საზღვაო სერვისების კომპანია Inchcape Shipping-მა განაცხადა, რომ ხომალდის გათავისუფლება მოხერხდა.

„სპეციალისტებს მეჩეჩიდან მოხსნილი კონტეინერმზიდი საბუქსირო გემებით ტბისკენ მიჰყავთ, იქ მისი დათვალიერება მოხდება. ასე რომ, კრიზისი დასრულდა“, - უამბო სააგენტოს რესპონდენტმა.

სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, რომელიც აზიასა და ახლო აღმოსავლეთს უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ამერიკასთან. მისი სიგრძე 160 კმ, სიგანე — 250 მეტრი, ხოლო სიღრმე — 20 მეტრია. ის ხმელთაშუა და წითელ ზღვებს აკავშირებს და საზღვაო გემებს ევროპასა და აზიას შორის ნავიგაციის საშუალებას აძლევს აფრიკის შემოვლის გარეშე (24 საათში - დაახლოებით 50 გემი). Bloomberg-ის მონაცემებით, არხის ბლოკირების გამო მსოფლიო ეკონომიკის ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ დოლარს აღწევდა.

 

 

 

მთავარი თემები