10:52 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (379)
126 0 0

გიგანტური კონტეინერმზიდი სუეცის არხში 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე და გზა მთლიანად გადაკეტა. არხის ბლოკირებით მიყენებულმა ზარალმა დღეში ათ მილიარდამდე მიაღწია.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც 23 მარტიდან სუეცის არხში იყო გაჭედილი და რომელსაც მოძრაობა ჰქონდა გადაკეტილი, მეჩეჩიდან მოხსნილია, იუწყება საზღვაო სერვისების კომპანია Inchcape Shipping.

„Ever Given წარმატებით მოიხსნა მეჩეჩიდან 29 მარტს, ადგილობრივი დროით 04:30 საათზე (თბილისის დროით 06:30 სთ). ამ დროისათვის ხომალდი დაცვის ქვეშაა“, — ნათქვამია კომპანიის Twitter-აკაუნტზე.

როგორც სააგენტო Bloomberg წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მალე აღდგება მოძრაობა არხში. ამ დროისათვის თავის რიგს 450-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხომალდი ელოდება.

​400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე და არხში გარდიგარდმო გაიჭედა. მის ადგილიდან დაძვრას და ნავიგაციის აღდგენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა რვა საბუქსირო ხომალდი. ამ ხნის განმავლობაში, „ბლუმბერგის“ ექსპერტების დათვლით, ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ დოლარს აღწევდა.

დათვლილია სუეცის ბლოკირებით მიყენებული ყოველდღიური ზარალი: ანგარიში ათობით მილიარდზეა>>

სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, რომელიც აზიასა და ახლო აღმოსავლეთს უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ამერიკასთან. მისი სიგრძე 160 კმ, სიგანე — 250 მეტრი, ხოლო სიღრმე — 20 მეტრია.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (379)

მთავარი თემები