20:32 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (471)
193 0 0

აღნიშნული სერტიფიკატი სავადებულო არ იქნება, თუმცა ავიაკომპანიებს რჩებათ უფლება, მოსთხოვონ ის მგზავრს გაფრენის წინ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ევროკავშირში დაახლოებით 15 ივნისიდან ერთიანი სანიტარიული სერტიფიკატი ამოქმედდება, განაცხადა ტელეარხ LCI-ს ეთერში შიდა ბაზრის საქმეთა კომისარმა ტიერი ბრეტონმა, რომელიც ევროკომისიაში ვაქცინაციის საკითხს კურირებს.

დოკუმენტში მითითებული იქნება პერსონალური ინფორმაცია ადამიანის შესახებ: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი. ამასთან სერტიფიკატში აღინიშნება, იყო თუ არა დაავდებული მისი მფლობელი კორონავირუსით და აქვს თუ არა გაკეთებული ვაქცინაცია.

ევროკომისრის თქმით, სანიტარიული სერტიფიკატის აღება სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ავიაკომპანიებს რჩებათ უფლება, მოსთხოვონ ის მგზავრებს გაფრების წინ, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში COVID-19-ზე ტესტის ჩატარება დაავადებულონ.

ტიერი ბრეტონი დარწმუნებულია, რომ პანდემიის გამო მიმდინარე წლის ზაფხულში ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს მოგზაურობას ევროპაში. მისი პროგნოზით, წლევანდელი ტურისტული სეზონი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც გასულ წელს იყო.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (471)

მთავარი თემები