01:15 29 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6663
  • 100 RUB4.2235
  • USD3.1052
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (587)
58 0 0

იაპონიის პრემიერ-მინისტრი აპირებს, ყველა ძალისხმევა გამოიყენოს რუსეთთან სადავო კუნძულების პრობლემის გადასაჭრელად

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. იაპონია სამხრეთ კურილის კუნძულების პრობლემის გადაჭრას რუსეთთან დიალოგით აპირებს — 1956 წლის სსრკ–იაპონიის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ პარლამენტში გამოსვლისას. 

სუგას თქმით, 2020 წლის სექტემბერში, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მხარეები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

„ომის შემდგომი 70 წლიანი გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება მარტივი არ არის. მაგრამ მე განზრახული მაქვს, საბაზო პოზიციაზე დაყრდნობით, ყველა ძალისხმევა გამოვიყენო ტერიტორიული პრობლემის მოსაგვარებლად და სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად“, — განაცხადა პრემიერმა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოსიმიცუ მოტეგიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ტოკიო მზადაა, მოსკოვთან ერთად განავითაროს ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობა კურილებზე, რაზეც გასული წლის ოქტომბერში უკვე შეთანხმდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან.

იაპონელი დიპლომატი კურილის კუნძულებსა და რუსეთს შორის სრუტეების დაბლოკვას მოითხოვს>>

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. მოსკოვი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით აღნიშნული კუნძულები სსრკ-ის შემადგენლობაში გადავიდა და მათზე რუსეთის სუვერენიტეტი უდავოა. თუმცა 1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა. მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (587)

მთავარი თემები